ზაფხულია და, მეტ-ნაკლებად, საკუთარი ცხელი დღეები ყველას დაგეგმილი აქვს. ზოგი უპირატესობას მთას ანიჭებს, ზოგიც – ზღვას. ბეშუმი ხულოს რაიონში, სილამაზით, არაამქვეყნიური ბუნებითა და უცხოელი დამთვალიერებლების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. ზაფხულიც და ზამთარიც აქ თანაბრად თვალისმოჭრელია. წელს ის დამთვალიერებელს ბევრად გამართულ ინფრასტრუქტურას, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოსა და ეკონომიკური თვალსაზრისით კურორტის წინსვლას ჰპირდება.
ბეშუმთან დაკავშირებულ მოცემულობებზე „თბილისი თაიმსს“ ემზარ ბოლქვაძე, “კურორტი ბეშუმის” დირექტორი ესაუბრა.
„კურორტი ბეშუმი“ ხულოს რაიონში, ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრ სიმაღლეზე, ბათუმიდან 120 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და საუკეთესო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს მათთვის, ვინც, გარდა ქალაქისხმაურისა და სიცხისაგან თავის დაღწევისა,ჯამრთელობასა და დროის საინტერესოდ გატარებაზე ზრუნავს. კურორტზე ალპური და წიწვოვანი მცენარეების საუკეთესო კომბინაცია დასვენებისათვის მიმზიდველ გარემოს ქმნის და ტურისტებისათვის საუკეთესო საპიკნიკე და საკარავე ადგილია, სადაც საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურების განხორციელებაა შესაძლებელი“.
რატომ უნდა ესტუმროს დამსვენებელი ბეშუმს?
კურორტი მდიდარია სასმელი და მინერალური წყაროებით, სამკურნალო ტალახებითა და ჟანგბადით გაჯერებული ჰაერით, რაც საუკეთესო საშუალებაა სასუნთქი გზების ქრონიკული დავადებების სამკურნალოდ. კურორტზე არსებული მინერალური წყაროები საუკეთესო საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდ.
აქ შეგიძლიათ, დააგემოვნოთ ადგილზე დამზადებული რძე და რძის პროდუქტები – კაიმაღი, ყველი, ყურუთი, რომლებიც ახალი და გემრიელია. კურორტის მიმდებარე ტყეები მდიდარია უამრავი სახეობის საუკეთესო სოკოებით.
როგორ ემზადება ის დამსვენებლების მისაღებად?
ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ბეშუმი ათი ათასობით დამსვენებელს მასპინძლობს. განსაკუთრებით საინტერესო აგვისტოს პირველ შაბათ-კვირასაა, როცა ბეშუმში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „შუამთობა“ იმართება. დღესასწაულზე დოღის, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენისა და ჭიდაობის სანახავად უამრავი ადამიანი იყრის თავს.
ბეშუმში ყოფნისას ვიზიტორებისათვის განსაკუთრებით პოპულარული მწვანე ტბისა და ხიხანის ციხის ტურისტული მარშრუტებია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს კურორტ ბეშუმის განვითარების პროექტს, რომლის მიზანია:
- კურორტისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარება;
- ჯანსაღი და უსაფრთხო დასვენებისა და საცხოვრებელი გარემოს შექმნა;
- კურორტის ეკონომიკური და კონკურენტუნარიანობის ზრდა;
- ბუნებრივი რესურსების დაცვა განვითარება;
- საინჟინრო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა;
- ტრადიციული და ალტერნატიული ენერგიების გამოყენება.
კურორტ ბეშუმში 2015-2019 წლებში განხორციელდა ისეთი მაშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა:
- შიდა საავტომობილო გზების მოასფალტება;
- შიდა და გარე წყალგაყვანილობის,წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა;
- ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მოწყობა;
- ორი მინი სპორტული მოედანი;
- სანიაღვრე არხები;
- სანიაღვრეარხებზე ცხაურების მოწყობა;
- ქუჩის განათება90 წერტილზე;
- საავტომობილო გზის გასწვრივ საფეხმავლო ბილიკის მოწყობა.
მიმდინარეობს:
- კურორტ ბეშუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შედგენა;
- ელ. მეურნეობის სრული რეაბილიტაცია,განახლება(იცვლება 200 ც. ელ. გადამცემი ბოძი 10 კმ სიგრძის სიპი კაბელი, 1ც. 600 კვტ სიმძლავრის ტრანსპორმატორი)
რა პროექტების განხორციელება იგეგმება უახლოეს მომავალში?
- დარჩენილი შიდა გზების მოწყობა ბეტონის საფარით;
- შენობა- ნაგებობების ნომერაცია;
- ავტომობილებისათვის საპარკინგე ადგილების მოწყობა;
- ელ. გამრიცხველიანება;
- ღობის კაპიტალური შეკეთება;
- კურორტის ტერიტორიაზე არსებული ხეების ინვენტარიზაცია, ხეების დარგვა (კავკასიური ნაძვი, მურყანი).
რა ვალდებულებები აქვს კურორტზე არსებული შენობა-ნაგებობების მფლობელს?
- შენობა-ნაგებობების საკუთრებაში აღიარება (არქონის შემთხვევაში, ვერ გახდება ელ. აბონენტი);
- უსახური, ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი;
- ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაზე ჩართვა;
- ინდივიდური სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, წყლის რაციონალურად ხარჯვა;
- საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება სპეციალურ ურნებში;
- უკანონომშენებლობა-მიშენების შეჩერება-შეწყვეტა.
ვინ ზრუნავსდამსვენებელთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე?
დამსვენებელთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნავს: ა(ა)იპ „კურორტი ბეშუმი“;პოლიცია;სახანძრო სამაშველო სამსახური;სასწრაფო სამედიცინო სამსახური;სამედიცინოამბულატორია;აფთიაქი;ავტოსადგური;„ენერგო-პრო ჯორჯია“.
ავტორი: მარიამ ტიელიძე