აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მივიდნენ. ისინი სკანდირებენ – „წადი!”

აქციის მონაწილეები თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ, საიდანაც 14:00 საათისთვის მსვლელობა საყვირებისა და ავტომობილების სიგნალების ხმის ფონზე, შსს-ს შენობამდე გამართეს, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.

მათი მოთხოვნები შემდეგია: შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვება; იმ მოსამართლეების მიერ თანამდებობის დატოვება, ვინც, აქციის ორგანიზატორების თქმით, ხელი შეუწყეს დარბეული ადამიანების დაკავებას და აქციის დროს დაკავებული ადამიანების საპატიმროებიდან გამოშვება.

ორგანიზატორების თქმით, აქცია დღეს, 19:00 საათზე კვლავ გაგრძელდება პარლამენტის შენობის წინ. ეს აქციის მეხუთე დღე იქნება.

Please follow and like us: