პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოცხადდა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია. ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მიაწოდა.