საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებთ, საქართველოს მაკროეკონომიკა არის ჯანსაღი და გრძლვადიან პერსპექტივაში ლარს საფრთხე არ ემუქრება. ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ჩვენი მაკროეკონომიკა არის ჯანსაღი, არ იძლევა იმის საფუძველს ვიფიქროთ რომ საფრთხე ემუქრება, თუმცა ისიც მინდა ვთქვა რომ პოლიტიკური სტაბილურობა სიმშვიდე ეს არის ის ფაქტორები რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე და ლარის კურსზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ხელს უწყობს ეკონომიკის გაძლიერებას ლარის კურსის გამყარებას:

„მათ შორის თუნდაც იმ ახალი ინიციატივით რასაც დღეს ვაანონსებთ ახალი ინვესტიციებით ჩვენს ეკონომიკაში. ასევე თუნდაც იმით რაც დავაანონსეთ 12 ახალი ფრენა ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით რაც არის უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო, ასე რომ ჩვენ ვვითარდებით ასე რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს“, – განაცხადა თურნავამ.

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა სებ) ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8470 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გაუფასურდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

 

Please follow and like us: