სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ახალციხეში სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო გაიხსნა, რისთვისაც 1 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 50-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროექტის განსახორციელებლად შპს „დემეტრე და კომპანიას“ სააგენტოსგან ახალციხეში, ადიგენის ქუჩა N2-ში მდებარე 34494.00კვ.მ. მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცა.

კომპანიის საწარმოო ხაზი მოიცავს თბოიზოლირებული და ბეტონის ბლოკის, სანიაღვრე არხის, სამშენებლო ფილის და ბორდიურის წარმოებას. პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის არის გათვლილი.

Please follow and like us: