3 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
5 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, სავარჯიშო სივრცეების მოწყობა ხუთ მისამართზე სრულდება.

„სამუშაოების ფარგლებში, სტანისლავსკის ქუჩის N5-ში, აკაკი წერეთლის გამზირის N97-ში, ახმეტელის ქუჩის N10-ში, ასევე დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-13 და მე-4 კვარტლის პირველ ა კორპუსებთან, კაუჩუკის რბილი იატაკი დაიგება და სავარჯიშო სივრცე საჩრდილობლით გადაიხურება.

მიმდინარე წელს, დიდუბესა და დიღმის მასივში 25 ფიტნეს ზონა მოეწყო. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 446 635 ლარი გამოიყო.

სამუშაოები შპს „გეო-გრინმა“ უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით განახორციელა“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

Please follow and like us: