„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ ამ წუთებში გამოაცხადა.

სასამართლო დარბაზში მყოფი ნიკა მელიას მხარდამჭერები და პოლიტიკოსები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ.

Please follow and like us: