6 საათის წინ
ირაკლი კობახიძე – იციან, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს წააგებენ და ეცდებიან, მანამდე აქციებით დაიწერონ ქულები
10 საათის წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
10 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
10 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
10 საათის წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება

ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 7 წელია ამზადებდნენ ამას და ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას. ამასთან, პრემიერმა 20 ივნისს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატი იჯდა.

„7 წელია ისინი ამზადებდნენ და ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ხალხს. ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა. რაც ჩვენ 20 ივნისს ვიხილეთ სრულიად მიუღებელი იყო ნებისმიერი ქართველისთვის. ერი, რომელიც მთელი თავისი მრავალსაუკონოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძოდა თავისი მთავარი ფასეულობისთვის, თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი. ამან გამოიწვია გულწრფელი ემოციები ჩვენს მოქალაქეებში, გულწრფელი პროტესტი და თითოეული ჩვენთაგანი არის ამ პროტესტის სოლიდარული. ჩვენ იმავე დღესვე მივეცით ამას ძალიან მკაცრი რეაქცია. ეს ასამბლეა თუ კონფერენცია იქნა შეწყვეტილი და ყველა დელეგაციამ დატოვა თბილისი. შემდეგ საღამოს ჩვენ ამავე დროს ვიხილეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენი მოქალაქეების. ეს იყო გულწრფელი პროტესტი თითოეული ადამიანის, თითოეული ახალგაზრდის. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიხილეთ, რომ დესტრუქციული ძალა ჩაერთო და ყველამ დაინახა, რომ ეს დესტრუქციული ძალა ცდილობდა თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინა ეს გულწრფელი პროტესტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალადობა პოლიციელებზე, რომლებიც იცავდნენ საქართველოს პარლამენტის პერიმეტრს.

„ალბათ, არავის აქვს იმის ილუზია, თუ რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, რომ მართლაც მოეხერხებინა ამ აგრესიულ ძალას საქართველოს პარლამენტზე მიტანილი შტურმის ბოლომდე მიყვანა. საქართველოს მოსახლეობის მშვიდობას დაემუქრა საფრთხე, საქართველოს კონსტიტუციაზე იყო პირდაპირი შეტევა და ეს ყველაფერი დასრულდებოდა უმძიმესი ქაოსით ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Please follow and like us: