პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. პოლიციელები აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, არ შეიძლება ადამიანს სახალხო სასამართლო მოუწყო, მაშინ როცა სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა.

„ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე. ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. ასევე, ჩემი პასუხისმგებლობაა, ის ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება, როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის, პოლიციელებს, მაშინ როცა სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა. ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა. ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, ადამიანები, რომლებიც იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს და იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს ადამიანები უნდა იყვნენ შესაბამისად შეფასებული საზოგადოების მხრიდანაც“,- განაცხადა გახარიამ.

Please follow and like us: