მომიტინგეები გაფრთხილებულები იყვნენ მაშინ, როდესაც დაიწყო აქციის დაშლა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ყველაფერს აქვს თავისი პროცედურული და პროტოკოლური მხარე, რომელიც გეუბნებით, რომ იყო დაცული. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა შეიძლება, ვიდავოთ, თქვენ დამეთანხმოთ ან არ დამეთანხმოთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენი მოქალაქე, რომელიც გამოთქვამდა პროტესტს, დაუპირისპირდა პოლიციას, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აგოს ყველამ, ვინც ამაში მიიღო პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისევე, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას. პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ მსგავსი ძალადობრივი ფაქტები არ მიიყვანოს, არ დაუშვას ძალადობრივად შეჭრა და არ დაუშვას ამ შტურმის მიზნის მიღწევა, ეს არის მისი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობაა ისიც, ეს გავაკეთოთ ისე, რომ მაქსიმალურად მინიმალური ზიანი მიადგეს, მაქსიმალურად ხარისხიანად ვიმუშაოთ, მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის სამართალდამცავი სისტემის ფუნქცია. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციას, რომელსაც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, უნდა დაეთმო და ეთქვა ბოდიში, მობრძანდით, შებრძანდით პარლამენტში და შემდგომ უკვე ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვნახოთ, როგორ იქნება. ასე სახელმწიფო არ შენდება. ჩვენ ხომ ვამბობთ იმას, რომ არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ფიზიკურად, შტურმით იჭრებიან პარლამენტში და სახელმწიფოს ვალდებულებაა, ინსტიტუტების გარდა, მოქალაქეებიც დაიცვას, იმიტომ, რომ არავინ იცის, ამ შეჭრას შემდგომ რა მიზნები მოჰყვება და რა შედეგებამდე მივდივართ.

სამოქალაქო არეულობა ამ ქვეყანას ერთხელ და ორჯერ არ გამოუვლია და იცის, რა არის. ის ქცევის წესები, რომ როდესაც დარჩენილია არჩევნებამდე ერთი წელი, ცოტა მეტი და როდესაც ეს ქვეყანა მედიათავისუფლების ნაწილში ​პლურალიზმით, აბსოლუტურად​ ყველაფრით არის მზად, რომ ამ არჩევნებში მშვიდობიანად მივიღოთ ის შედეგი, რომელიც თითოეული პოლიტიკური ძალისთვის მისაღებია, ამ დროს ხდება მსგავსი ქმედება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Please follow and like us: