4 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
4 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
5 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
5 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
6 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N18-N20-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც „თბილისი თაიმსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა და ტერიტორია ღობით შემოისაზღვრა.

სკვერში მცენარეთა-მოვლა პატრონობის ღონისძიებებიც ჩატარდა და გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირების სამუშაოები განხორციელდა.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ვფიქრობ, ლამაზი დასასვენებელი სივრცე გამოვიდა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ კომფორტულად შეძლოს დასვენება. ჩვენთვის მსგავსი სივრცეების მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით, მუშაობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები კომპანია „ტაომ“ შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 63 528 ლარი დაიხარჯა.

ამ დროისთვის, სკვერის რეაბილიტაცია ზაქარიაძის ქუჩა N10-სა და დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N5-N6 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება.

Please follow and like us: