2019 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 18 პროცენტით არის გაზრდილი. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თოდრაძემ აღნიშნა, ეს მაჩვენებელი დადებითად მოქმედებს ვაჭრობის სექტორზე.

„სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში ზრდა განაპირობა ტურისტების რაოდენობის ზრდამ. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით, 18 პროცენტით არის გაზრდილი და გასათვალისწინებელი არის ასევე, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ასევე დადებითად მოქმედებს ვაჭრობის სექტორზე“, – განაცხადა თოდრაძემ.

Please follow and like us: