თბილისში, გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გზაგამტარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოს შესყიდვაზე ტენდერი თბილისის მერიამ გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 3 953 094 ლარია.

სარეკონსტრუქციო სამუშაო ავტოსატრანსპორტო ნაკადების შეწყვეტის გარეშე, 80 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გმირთა მოედანზე ჩატარებულმა მასშტაბურმა სამშენებლო სამუშაოებმა და 2015 წლის 13 ივნისს მომხდარმა წყალდიდობამ ზეგავლენა მოახდინა მიწისქვეშა გზაგამტარის ნაგებობაზე და არსებული მდგომარეობით მიწისქვეშა გზაგამტარი საჭიროებს რეაბილიტაციას.

Please follow and like us: