ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ.

გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო და საგამოცდო ცენტრებში მოხდა იმ აბიტურიენტების მიღება, ვისაც გამოცდა პირველ სესიაზე აქვთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის. აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო, ხულოსა და ბათუმში დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

Please follow and like us: