დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე გამოცდის ჩასაბარებლად 92% – მდე აპლიკანტი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს;

„ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო; დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე 92% – მდე აპლიკანტი გამოცხადდა გამოცდის ჩასაბარებლად. ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება“, – ნათქვამია naec-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და არ დაიგვიანონ საგამოცდო ცენტრებში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ეროვნულ გამოცდებზე ჯამში 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

Please follow and like us: