MTV-ის ბრიტანული გამოცემა თბილისის შესახებ წერს. გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით “თბილისი, ალბათ, მსოფლიოს ყველაზე მაგარი ქალაქია”, მკითხველს საქართველოს დედაქალაქის ცხოვრებას აცნობს და თბილისში სტუმრობისკენ მოუწოდებს.

“საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურებს მსოფლიო კლასის კლუბებითა და სამზარეულოთი ხიბლავს. ის უდავოდ ევროპის ყველაზე ტრენდულიქალაქი ხდება. თუ ბერლინში ყოფილხართ, თბილისი თქვენთვის ნაცნობი იქნება. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ საქართველოში მოგზაურობას. შესაძლოა ფრენები იმაზე ძვირი იყოს, ვიდრე ფიქრობთ, მაგრამ ნამდვილად ღირს”, – აღნიშნულია სტატიაში.

მასალაში ის აქტივობებია ჩამოთვლილი, რომლებიც თბილისის დამთვალიერებლებმა უნდა გამოსცადონ. მათ შორის ღვინის დაგემოვნება, ისტორიული და თანამედროვე ქუჩების დათვალიერება, გოგირდისა აბანოებში მისვლა, ღამის კლუბებში გართობა და სხვ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა CNN-მაც, რომელშიც მოგზაურებს ვლადიმერ პუტინის ჯინაზე საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებდა.

20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია და ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ამას მოჰყვა საპროტესტო აქცია. 20 ივნისს პარლამენტის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, ბოლოს კი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

წყარო: imedinews.ge

Please follow and like us: