„თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავებისთვის განკუთვნილი ახალი ტექნიკა შეიძინა, რომელიც მოსახლეობას ევროპის მოედანზე წარუდგინა. პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

25 ცალი ახალი ტექნიკიდან 22 ნაგავმზიდია, რომელიც მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.

„თბილსერვის ჯგუფმა“ ასევე შეიძინა გზის დასახაზი ერთი მანქანა-დანადგარი, ორი მარილმომყრელი და თოვლმწმენდი, რომლებიც დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის დროს გზას გაწმენდს და ტექნიკურ მარილს დაყრის.

"თბილსერვის ჯგუფის" ახალი ტექნიკის პრეზენტაცია

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on Tuesday, July 2, 2019

Please follow and like us: