საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 22 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 221.9 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 2.45 მილიონი (65.8 %), რაც 0.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.შესაბამისად მოსახლეობის 34.2 % ვერ სარგებლობს წყალმომარაგების სისტემით.

2018 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტით გაიზარდა და 1.81 მილიონი (48.6 %) შეადგინა, თუმცა მოსახლეობის 51.4 % ვერ სარგებლობს კანალიზაციის სისტემით. ამავე სტატისტიკით ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 0.6პროცენტით და 1.34 მილიონს (36.0 %) მიაღწია.

Please follow and like us: