როგორც კი ნორმალიზებისკენ წავიდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ნორმალიზებისკენ წავიდა ლარის კურსი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ლარის კურსთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კურსზე მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, მოლოდინებიც მოქმედებს.

„ყოველთვის ვამბობ, ლარის კურსზე მოქმედებს როგორც ფუნდამენტალური მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც მხოლოდ უმჯობესდება, ასევე მოლოდინები. ნეგატიურ მოლოდინს ქმნიდა პოლიტიკური არასტაბილურობა. ჩვენ ახლა ამ ურთიერთკავშირს თალნათლივ ვხედავთ“, – განაცხდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.8155 ლარი ეღირება, ევრო – 3.1804, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5408 ლარი.

Please follow and like us: