6 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
20 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
20 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
21 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
21 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

იონიის ზღვაში მდებარე ბერძნული კუნძული ანდიკიტირა, რომლის ფართობიც 20 კვადრატული კილომეტრია, კუნძულზე დასახლების მსურველებს ეძებს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებითა და კლიმატით კუნძული ზღაპრულ ბაღს ჰგავს, მასზე მუდმივად მხოლოდ 24 ადამიანი ცხოვრობს, ზაფხულში კი მოსახლეობა რიცხვი 40-მდე იზრდება.

ამის გამო ანდიკიტირას ხელისუფლება იწვევს ახალგაზრდა ოჯახებს, რომლებიც კუნძულზე დასახლდებიან. თითოეულ ოჯახს ანდიკიტირას ადმინისტრაცია სახლს და მიწის ნაკვეთს გამოუყოფს, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია სამი წლის მანძილზე ყოველთვიურად 500 ევროს გადაუხდის.

ამასთან ერთად, ანდიკიტირაზე დასახლების მსურველებმა კონკურსი უნდა გაიარონ. ახლა კუნძულზე მეთევზის, მშენებლის და პურის მცხობლის ვაკანსიები არსებობს. ანდიკიტირა კუნძულ კრეტადან ბორანით ორი საათის სავალ გზაზე მდებარეობს, ათენში გადასაფრენად კი 45 წუთია საკმარისი.

Please follow and like us: