საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია – პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა.

აღკვეთილი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს დამისი ფართობი 443 ჰექტარია. ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული. აღკვეთილის შექმნისმიზანია, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება.

შესაბამისი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ჭჭF კავკასიის პროგრამული ოფისი.

Please follow and like us: