გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთრეჟისორი, ლევან აკინი ამბობს, რომ სუხიშვილების ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა ფილმს პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში თქვა.

აკინის განცხადებით, ნინო სუხიშვილმა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ცეკვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ.

“ფილმის გადაღებამდე ნინო სუხიშვილს შევხვდით და მისი რეაქცია იყო: “რატომ არ შეიძლება რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!”. ჩვენ შეგვეძლო, გამოგვეყენებინა მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა. მხოლოდ ეს არ იყო, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ”, — ამბობს აკინი და აღნიშნავს, რომ ეს ეფექტი გავრცელდა და მათ ფილმისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი დაკარგეს.

წყარო: on.ge

 

Please follow and like us: