12 საათის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
13 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
13 საათის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
13 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
13 საათის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებშია, ქვეყანაში ვითარება დამშვიდდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.

კობახიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სამართალდამცველ  სტრუქტურებს, რათა ვითარების ესკალაცია არ მოხდეს.

„ჩვენი, სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებშია, რომ ქვეყანაში ვითარება დამშვიდდეს. აქ არის პასუხისმგებლობა ხელისუფლებისა და მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების, რომ არავის მისცეს  ესკალაციის საშუალება და ზუსტად ეს კეთდებოდა გუშინდელი დღის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, პროცესების სიმშვიდე მოქალაქეების პასუხისმგებლობაცაა.

„თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პროცესების მშვიდი განვითარება. აქეთკენ მოვუწოდებ იმ ადამიანებსაც, რომლებიც იკრიბებიან თბილისის ქუჩებში. სიმშვიდე სჭირდება დღეს ქვეყანას და საზოგადოებას და ამიტომ პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული ჩვენი მოქალაქე თავის მოქმედებას და საქმიანობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Please follow and like us: