შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც გამოცდის ჩაბარებას აბიტურიენტის ნაცვლად სხვა ცდილობდა.

ორივე აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნეს. ფაქტებთან დაკავშირებით კი დაწყებულია გამოძიება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მონიტორინგი მკაცრდება და უწყება აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ ასეთი ქმედებით ისინი არღვევენ კანონს და საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალს.

Please follow and like us: