ტურიზმის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ექვსი თვის წინასწარი მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგინა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი, რაც 95.4 მილიონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ზრდა +7%).
ივნისში შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 340 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.6 მილიონით მეტია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +4.5%).