მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, Conde Nast Traveler-ის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნო.

სტატიაში აღწერილია საქართველოს მთიანი რეგიონები, შავი ზღვისპირა კურორტები და ძველი თბილისის უბნები. სტატიის ავტორი თბილისის ღამის ცხოვრებას ბერლინს ადარებს.

Please follow and like us: