იმის სურვილი ბევრს აქვს, რომ სასურველ ფორმებს მიაღწიოს და შეინარჩუნოს. თუმცა, ეს მარტივი პროცესი სულაც არ არის. ის დაკავშირებულია ნებისყოფასთან, დათმობასთან, წუხილთან და, რაც ყველაზე მთავარია, დაკავშირებულია დროსთან. როგორც წესი, შედეგი ყველას სწრაფად გვინდა ხოლმე, თუმცა, სულაც არ იქნება კარგი, თუკი შევამჩნევთ, რომ სასურველ ფორმაში დროის სულ მცირე მონაკვეთში ჩავდექით.

გთავაზობთ წესებს, რომლებიც დაგეხმარებათ, ვარჯიშის პროცესი გახადოთ სასიამოვნო, საინტერესო და  შედეგზე გათვლილი.

  • წესი, როგორუნდამოემზადოვარჯიშისთვის
  1. პირველი, რაც ამ პროცესისთვის არის საჭირო, არის ის, რომ დარწმუნდეთ, გაქვთ ნებისყოფა, გარკვეულ მოცემულობებში საკუთარი თავი შეზღუდოთ;
  2. საკუთარი თავი უნდა მოანდომოთ – არ აქვს მნიშვნელობა, ივლით თუ არა სპორტდარბაზში;
  3. აუცილებლად გჭირდებათ მოტივაცია, მიზანი – დაისახეთ შედეგი, რის მიღწევაც გსურთ და შეადარეთ ის თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას;
  4. ნუ დაიწყებთ ვარჯიშს, თუკი ასე აზროვნებთ – „არაფერია, თუ ერთხელ რეჟიმს დავარღვევ“;
  5. დაივიწყეთ, რომ კვების რაციონი მორგებული უნდა იყოს თქვენს გემოვნებას – მოგიწევთ, დათმოთ ის, რაც გიყვართ და მოგიწევთ, დათანხმდეთ იმას, რასაც იქამდე არ თანხმდებოდით;
  6. იყავით მზად იმისთვის, რომ დაექვემდებაროთ ლიდერს, ვიღაც მეორეს – იმ ადამიანს, ვინც უნდა მიგითითოთ;
  7. დაიძინეთ დღეს იმისთვის, რომ მომდევნო დილა იყოს თქვენ მიერ დასახული მიზნის მიღწევის პირველი წუთი.

7 წესი, რაუნდაგაითვალისწინოვარჯიშისპროცესში

  1. უპირველესი, რაც ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ მოცემულობა საკუთარი გემოვნებით შეიქმნათ – გარემო, რომელიც ხელს შეგიწყობთ წარმატებისთვის;
  2. იყავით თანმიმდევრული – რადგან ფორმაში ჩადგომა გადაწყვიტეთ, ამას შესაბამისი დროც უნდა დაუთმოთ. სისწრაფეს შედეგი არ მოაქვს;
  3. უყურეთ, უსმინეთ, გაითვალისწინეთ – უნდა ისწავლოთ სხვისი გამოცდილების საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოყენება;
  4. ეტაპობრივად, დააკვირდით მიღწეულ შედეგებს – თავად შეგიძლიათ, განსაზღვროთ, მოაქვს თუ არა შედეგი ვარჯიშის ნებისმიერ ეტაპს;
  5. გაუზიარეთ მიღწეული შედეგი სხვებს – ეს საშუალებას მოგცემთ, დაინახოთ ხარვეზები;
  6. რაც უნდა იყოს, არ დაივიწყოთ, რომ თქვენ ინდივიდი ხართ – თქვენი შედეგები და დათმობილი დრო ვერ იქნება სხვისი გამოცდილების შესაბამისი. ყველა ადამიანს განსხვავებული შესაძლებლობები და ორგანიზმი აქვს;
  7. იფიქრეთ, როგორ განიტვირთოთ – ვარჯიში დამღლელი პროცესია.

 

 7 წესი, როგორუნდაშეინარჩუნომიღწეულიშედეგი

  1. შეიძლება ითქვას, ვარჯიშის შედეგად მიღწეულს შედეგებს მოვლა და პატრონობა სჭირდება. სხეული ეჩვევა რეჟიმს და მისი შეცვლა, ასე თუ ისე, ორგანიზმში ცვლილებებს იწვევს. საჭიროა, სამომავლოდ ორგანიზმის მიერ შეჩვეულ რეჟიმს, მაინცდამაინც, არ აცდეთ. ეს ფუნქციურ ცვლილებებს გამოიწევევს;
  2. იმისთვის, რომ ფორმების შენარჩუნების მძაფრი სურვილი გქონდეთ, უნდა გაიხსენოთ, როგორ გამოიყურებოდით თვეების წინ. ეს მოგცემთ საშუალებას, რეჟიმი შეინარჩუნოთ;
  3. არ აღფრთოვანდეთ მიღწეული შედეგით – ამან შეიძლება, თქვენი მოდუნება გამოიწვიოს;
  4. პროცესს უნდა შეხედოთ, როგორც სახალისოს. მასში პოზიტივი უნდა ეძებოთ და არ უნდა დაუშვათ, უარი თქვათ ამ სიამოვნებაზე მაშინვე, როცა თუნდაც ოდნავ შედეგს მიაღწევთ;
  5. კრიტიკულ სიტუაციებში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაიხსენეთ თქვენი უახლოესი, წარსული გამოცდილება;
  6. აუცილებელია, მუდმივად იზრუნოთ დახარჯული ძალების აღდგენაზე;
  7. აქციეთ ვარჯიშისა და მისი შემდგომი პროცესები ხელოვნებად.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: