უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც „თბილისური ბაზარი“ თბილისურ დღეებს გაცილებით ფერადს, მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. ყოველი შაბათ-კვირა, რომელიც მის ფარგლებში ექცევა, თანაბრად საინტერესოა ქართველისთვის, უცხოელისთვის, მწარმოებლისთვის, მომხმარებლისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვისაც კი. აღსანიშნავია, რომ  მარკეტების სერია “თბილისის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის” მხარდაჭერით ხორციელდება.

„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს “სთოლის” თანადამფუძნებელი, დეა ავალიანი პასუხობს.

რამდენი ხანია, რაც „თბილისური ბაზარი“ იმართება?

„თბილისური ბაზარი“ პირველად გაიმართა 2018 წლის 28 ივლისს (https://www.facebook.com/events/2043282809271158/?active_tab=discussion), ხოლო 22 სექტემბრიდან მიიღო პერმანენტული სახე და იმართება ყოველ მზიან შაბათ-კვირას.

რა მიზნებზეა ის ორიენტირებული?

პლატფორმის მიზანია:

  • ხელი შეუწყოსმეწარმეობისგანვითარებასთბილისსადამთლიანადსაქართველოში;
  • დაეხმაროსმეწარმეებსპროდუქციისრეალიზებასადაცნობადობისგაზრდაში;
  • წარმატებულიმეწარმეებისმაგალითზე, სტიმულიმისცესსხვებს,წამოიწყონთავისიბიზნესი;
  • შექმნასსაინტერესოსივრცეტურისტებისადაადგილობრივებისთვის, სადაცშეძლებენქართველიმეწარმეებისპროდუქტებისშეძენასადადროისსაინტერესოდგატარებას.

ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება?

„თბილისურ ბაზარში“ მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც საქართველოში აწარმოებს უნიკალურ, განსხვავებულ და ხარისხიან პროდუქციას. მონაწილეობისათვის აუცილებელია ჩვენ საიტზე რეგისტრაცია:

იმისათვის, რომ საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, გულდასმით განვიხილავთ და ვარჩევთ ყველა მონაწილეს.

როგორია მის მიმართ ინტერესი?

ინტერესი დიდია როგორ მეწარმეებისგან, ასევე – მომხმარებლებისა და ტურისტებისგან.

დიდი მოთხოვნის გამო, არსებულ მეწარმეებს როტაციით უწევთ მარკეტში მონაწილეობა, რათა მუდვიდად დაგვემატნონ ახალი მონაწილეები.

რა მიზეზებს დაასახელებდით, რის გამოც „თბილისური ბაზარი“ ადამიანებისთვის საინტერესოა?

„თბილისური ბაზარი“ არის მშვენიერი სავაჭრო სივრცე და გზა მეწარმეებისთვის, რომ პირისისპირ შეხვდნენ ახალ აუდიტორიას, 1 დღეში გააცნონ პროდუტები ათასობით ადამიანს და მოისმინონ მათგან სასარგებლო რეაქციები.
ასევე, ქუჩის მარკეტები საუკეთესო ადგილია ახალი პროდუქტების მოსასინჯად, რადგან იღებ მყისიერი რეაქციას მომხმარებლისგან, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები მეწარმისთვის.

მომხმარებლებისთვის ეს არის ადგილი, სადაც მათ მარტივად, ერთ სივრცეში შეუძლიათ ნახოს უამრავი ქართული პროდუცია, რაც აქამდე დიდი ძალისხმევას, ათობით Facebookგვერდის დათვალიერებასა და უამრავ ლოკაციაზე მისვლას მოითხოვდა და, რაც ყველაზე საინტერესოა, პირისპირ შეხვდეს წარმოებელს.

რა პერიოდამდე გაგრძელდება „თბილისური ბაზარი“?

„თბილისური ბაზარი“ უკვე ერთი წელია, რაც იმართება და გვსურს, ახალ თბილისურ ტრადიციად დაინერგოს, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას იქნება, რაც ძალიან მოუხდება ქალაქს და გახდის უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: