ვსტრალიის ქალაქ მელბურნში 13-21 ივლისს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, სადაც ქართული ანიმაცია შემდეგი პროგრამით იქნება წარდგენილი.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ეს ანიმაციებია: „გოდერძი“ – რეჟისორი პეტრე თომაძე; „მეთევზე და გოგონა“ – რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი; „ჩაი“ – რეჟისორი პეტრე თომაძე; „ბებო“ – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი; „ჯიბის კაცი“ – რეჟისორი ანა ჩუბინიძე; „ჰორიზონტი“ – რეჟისორი დათო კიკნაველიძე; „ლილე“ – რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი.

მელბურნის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მაყურებელს წარუდგენს 400-ზე მეტ ანიმაციას, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ფილმებს.

Please follow and like us: