ყოველდღიურად, ჩვენ თავად ვუწყობთ ან ვუშლით ხელს ჩვენს ორგანიზს, იყოს ჯანმრთელი. ჩვენს კვებაზე, ძილზე, რუტინაზე, განწყობასა და ემოციებზეა დამოკიდებული, როგორები ვიქნებით შინაგანად და როგორები ვიქნებით გარეგნულად. ინდივიდურია დანამატები, საჭიროებები, მოცემულობები, რომლებიც ჩვენს სხეულს აჯანსაღებს და ჩვენი ჯანმრთელობის ხარისხს განსაზღვრავს. გაცილებით დეტალურად, აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ პროფესორი მაკა ბულეიშვილი ესაუბრა.
ზოგადად, რა არის ვიტამინი?
ვიტამინები ორგანული ნარევებია, რაც ორგანიზმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.ვიტამინები, უმეტესად, სხვადასხვა საკვებშია განთავსებული.სულ ცნობილი სახის 13 ვიტამინია. ვიტამინები ან წყალში ხსნადია ან ცხიმში გახსნადი.საკვები ვიტამინების მიღების საუკეთესო წყაროა,თუმცა ზოგჯერ შეიძლება დანამატების მიღებაც მათი ნაკლებობის შემთხვევაში.
არ იქნება ვიტამინები ორგანიზმში, არ იქნება სიცოცხლე !
ყოველთვის არის ხელსაყრელი ვიტამინების მიღება დანამატების სახით?
ადამიანის ორგანიზმი არ წარმოქმნის საჭირო რაოდენობის ვიტამინებს, შესაბამისად, ვიტამინების ძირითადი ნაწილი უნდა მოდიოდეს საკვებისგან
როდესაც საკვები არ არის საკმარისი რაოდენობის ან არ არისჯეროვანი ხარისხის,ორგანიზმს აკლდება ვიტამინები, რამაც შეიძლება, საფუძველი დაუდოს სხვადასხვა დაავადების განვითარებას. ესმაშინაც კი, როდესაც ვიტამინები, საკვების სახით მიღებული, საკმარისი რაოდენობისაა,მაგრამ ადამიანი ხარჯავს დიდ ენერგიას ან ექცევა მძიმე ფსიქიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ – ამ შემთხვევაშიც დიდი რაოდენობის ვიტამინია საჭირო.
რა უნდა ვიცოდეთ ვიტამინის გამოყენების დროს?
კონკრეტულ სიტუაციებთან გასამკლავებლად -მაგალითად, მზეზე დიდხანს ყოფნა, ინტენსიური,ფსიქიკური ვარჯიში, საყოფაცხოვრებო პრობლემები, ოჯახური პრობლემები, სამსახურში სტრესი, იმედგაცრუება და აშ -თითოეული ვიტამინი უმნიშველოვანესია ადამიანის ორგანიზმის განვითარებისა და გამძლეობისათვის.თუმცა, გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში,შესაძლებელია, ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
ორგანიზმს შეუძლია, შექმნას ცხიმში ხსნადი ვიტამინების მარაგი(A ,D E, K)დღეებისა და თვეების განმავლობაში,წყალში ხსნადი ვიტამინების მარაგი(C დაB კომპლექსი)უფრო ხშირად უნდა შეივსოს.
ვიტამინი A ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა დაავადების განვითარების დაცვაში ბუნებრივი თავდაცვითი სისიტემის გაძლიერების გზით.უმნიშვნელოვანესია მხედველობის გამუჯობესების, კანისა და ლორწოვანის გარსის სიჯანსაღისათვის,ძუძუს კიბოს პრევენციისათვის,მამაკაცებში სპერმის რაოდენობის გაზრდისათვის…
B ვიტამინი ყველაზე გავრცელებულია ადამიანებში. რას უწყობს ის ხელს?
ვიტამინიB1(თიამინი) – უმნიშველოვანესია ნახშირწყლების ჯეროვანი გამოყენებისათვის. გამოიყენება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ასევე, ალკოჰოლოზმის, დიაბეტური ტკივილის, მხედველობის პრობლემების, სტომატიტების დროს
ვიტამინი B2(რიბოფლავნი) – იგი ანტიოქსიდანტს წარმოადგენს, გვეხმარება ენერგიის მომატებაში და ჯანსაღი მეტებოლიზმის გარანტიაა. ხელს უწყობს ზრდის პროცესს.
ვიტამინი B3(ნიაცინი) – გამოიყენება ქოლესტერინს საწინააღმდეგოდ.იგი აძლიერებს კარგ ქოლესტერინს და ამცირებს ტრიგლიცერიდებს, ასევე, მცირედით ამცირებს ცუდ ქოლესტერინს.
ვიტამინი B5(პანთოტენის მჟავა) – გამოიყენება სხვა ვიტამინებთან კომბინაციაშიაკნეს, ალკოჰოლიზმის,ალერგიების დროს.
ვიტამინი B6 (რიბოფლავინი) – გამოიყენება ქოლესტერინის, ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე,მენოპაუზის დროს.
ვიტამინი B7(ბიოტინი) – ცნობილია, „როგორც სილამაზის ვიტამინი“. გამოიყენება თმის ცვენის, მტვრევადი ფრჩხილების, ნევროზის შემთხვევაში.
ვიტამინი B12 ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი ელემენტია. ხელს უწყობს ნევროლოგიური ფუნქციის გაუმჯობესებას,სისხლის უჯრედების გაზრდას.ადამიანის ორგანიზმს არ აქვს ვიტამინი B12-ის ხანგრძლივი დროის მარაგი, ამიტომ აუცილებელია მისი რეგულარული შევსება.
ვიტამინი Cყველაზე გავრცელებული და ხშირად გამოყენებადი ვიტამინია გაციების პრევენციისთვის,ინფექციის საწინააღმდეგოდ,ტუბერკულოზის, აკნეს,საშარადე სისიტემის ინფექციების შემთხვევაში.
ვიტამინიD, დღესდღეობით, ყველაზე აქტიური ვიტამინია. იგი ეხმარება ორგანიზმს კალციუმისა და ფოსფატებისრაოდენობის რეგულაციაში, რაც აუცილებელია ძვალსახსროვანი სისტემის,კუნთების, კბილების ჯანმრთელობისათვის. იგი წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმის მზეზე ყოფნის შედეგად,მისი ნაკლებობის შემთხვევაში.
ვიტამინი E,ასევე, უმნიშველოვანესი კომპონენტია. იგი აუცილებელია დიაბეტისა და სხვა მისი გართულებების პრევენციის მიზნით,სიმსივნის პრევენციისათვის, ნერვული სისტემის დაავადებების დროს.
ვიტამინი K1ცხიმში ხსნადი ვიტამინია. იგი აუცილებელია ცალკეული ცილების სინთეზისათვის, რომლებიც უზრუნველყოფს სისხლის კოაგულაციას,სისხლდენის პრევენციას.
ფილიუმის მჟავა–მას „ორსულობის ვიტამინს“ ეძახიან.იგი ამცირებს ნაყოფის ნევროლოგიური პათოლოგიების განვითარებას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლისწითელი უჯრედების ფორმირებაში.
რკინაFEსიცოცხლისათვის აუცილებელი მინერალია, რომელსაც უდიდესი როლი ენიჭება სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში.
ცამეტივე ვიტამინი რეკომენდებულია დღიურად, 100 პროცენტით.
კალციუმი–აუცილებელი მიკროელემენტი ადამიანის ორგანიზმის განვითარებისათვის. ჭარბი რაოდენობით მისი ნაკლებობა უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. კალციუმის დეფიცითი ჩვილ ბავშვებში იწვევს რაქიტს.საკვებთან ერთად არასაკმარისი კალციუმის მიღება ამცირებს ძვლოვანი სისტემის სიმყარეს, იზრდება ოსტეოპროზის რისკი. კალციუმს ამცირებს რძის პროდუქტების მცირე რაოდენობით მიღება,ვეგეტარიანული კვება, ხანგრძლივი დიეტა, მედიკამენტების – განსაკუთრებით, კორტიკოსტეროდიების მიღება,ანტიბიოტიკების ჭარბი დოზით მოხმარება, დიდი რაოდენობის კოფეინისა და კოფეინის შემცველი ნივთიერებების, მაგალითად, ყავის მიღება.
ჰიპოკალცემიას ახასიათებს –კუნთების განვითარების ჩამორჩენა, კრუნჩხვები, სისუსტე,ძლიერი ოფლიანობა, მტვრევადი ფრჩხილები, აგზნებადობის მომატება.კალციუმის მხოლოდ 1 პროცენტი ცირკულირებს სისხლში, დანარჩენი კი ძვლებშია წარმოდგენილი.კალციუმის დონის დასადგენად ინიშნება საერთო კალციუმის განსაზღვრა სიხლში, ანუ ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად, თუმცა ხშირ შემთხვევაში, აუცილებელია ინიზირებული კალციუმის განსაზღვრა. კალციუმის დაბალი მაჩვენებლების შემთხვევაში, მიზანშეწონილია, კვების რაციონში ჩავრთოთ –ყველი,რძე,სოიო, ფორთოხალი, ისპანახი, მწვანილი, პომიდორი, თევზი, ბროკოლი, ხაჭო.აუცილებელია, რომ არ მოხდეს დოზირების გადაჭარბება, თუ ჩვენ ვღებულობთ კალციუმის პრეპარატებს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება,განვითარდეს გულსისხლძარღვთა დაავადებების გართულება. ამიტომ, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვინც დაავადებულია სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით, კალციუმის დანამატების მიღების შემთხვევეში მიზანშეწონილია პრევენცია და კონტროლი, რათა არ მოხდეს ჰიპერკალიემია,ანუ კალციუმის სიჭარბე.
აუცილებელია, ადამიანმა დახარჯული ვიტემინებისა და მინერალების დღიური დოზა, მათი ფიზიკური აქტივობებისა და ყოფითი პრობლემების გათვალისწინებით, ყოველდღიურად შეივოსოს.
მიზანშეწონილია თუ არა ვიტამინებისა და მინერალების მიღება თვითნებურად?
ყველა დანამატი უნდა მოვიხმაროთ მათი დეფიციტის არსებობის შემთხვევაში, რათა თავიდან იქნეს არიდებული სხვადასხვა გართულება, განსაკუთრებით – ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მატარებელ პაცინეტებში.
რა რეკომენდაციები გაქვთ ზაფხულისთვის?
ზაფხულში უამრავი ხილი და ბოსტნეულია. მათი შემადგენლობა გაჯერებულია სხვადასხვა ვიტამინით. ზაფხულში სასურველია, მივიღოთ 2 ლიტრამდე წყალი და ჯანმრთელი საკვები. მნიშვნელოვანია ვიტამინების მიღება ცოცხალი საკვების სახით.
ავტორი: მარიამ ტიელიძე