13 საათის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
13 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
13 საათის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
14 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
14 საათის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

ჩვენი მიზანია, მეტი ინოვაცია, ტექნოლოგიები სკოლებში და ამის პარალელურად ჩვენი კულტურული ფასეულობების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორ მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს დაემატება გოგებაშვილის “დედა ენა”, რაც ნიშნავს ახალი სასწავლო რესურსის დამატებას.

„როგორც სხვა ავტორებს აქვთ უფლება, რომ მათი „დედა ენა“ ისწავლებოდეს სკოლებში, ასევე გოგებაშვილს აქვს უფლება, რომ გოგებაშვილის დედა ენაც იყოს სკოლაში, ანუ ეს უბრალოდ ნიშნავს ახალი სასწავლო რესურსის დამატებას. სკოლა თავად აკეთებს არჩევანს არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის – ან გოგებაშვილის „დედა ენას“ გამოიყენებს, ან სხვა სახელმძღვანელოს. ყველაზე მთავარი, რაც არის, ეს არის თავისუფალი არჩევანი სკოლებისთვის, იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც თავად წყვეტენ რომელი სასწავლო რესურსი გამოიყენონ. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უნდა გამოიყენონ პარალელურად გოგებაშვილის „დედა ენა“, ამაში არ მგონია რამე ცუდი იყოს. დღეს დამისვეს კითხვა, ხომ არ მოხდება „დედა ენით“ „ბუქების“ ჩანაცვლება. „ბუქები“ არა მარტო დაურიგდებათ, არამედ უფრო მაღალ ტექნოლოგიები შევა სკოლებში. გარწმუნებთ, არ ვაპირებთ „ბუქების“ ამოღებას და საბეჭდი მანქანების დაბრუნებას სკოლებში. ჩვენი მიზანია, მეტი ინოვაცია და ტექნოლოგიები სკოლებში და ამის პარალელურად ჩვენი კულტურული ფასეულობების დაცვა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

Please follow and like us: