საქართველო, რუკაზე სულ მცირედით მოხაზული ქვეყანა, სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩვენს ქვეყანაში, ყოველ კუთხე-კუნჭულში, ადამიანები ხვდებიან სხვადასხვა ეროვნების, კანის ფერის, რასის, რელიგიური აღმსარებლობის და, რაღა თქმა უნდა, ქართული აზროვნებისგან განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებს. განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანები დღეს, 21-ე საუკუნეში საქართველოს ნებისმიერ უბანში თანაცხოვრობენ. ძველი თბილისი ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი უბანია. აქ ყოველი მომდევნო უცხოელია. მათთვის ყველანაირი პირობაა, რომ თავი იგრძნონ უცხო ქვეყანაში და, ამავდროულად, დაიკმაყოფილონ სხვადასხვა ინტერესი. თუმცა, განსაკუთრებულად ფაქიზი თემა მრწამსია.

ძველ თბილისში უზრუნველყოფილია ის მოცემულობა, რომ აქ ლოცვა და საკუთარი რელიგიური ტრადიციების აღვლენა სხვადასხვა კონტინენტიდან, რეგიონიდან, ქვეყნიდან ჩამოსულმა ადამიანებმაც შეძლონ.

ანჩისხატი

„ანჩისხატის სამრეკლო“ – გვიანი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ნიმუში. იგი 1675 წლით თარიღდება და მისი აგება კათალიკოს დომენტის სახელთან არის დაკავშირებული.

 სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარი

მეიდანის „სურბ გევორგის“ (წმინდა გიორგი) ტაძარი ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა თბილისში. ის, ამჟამად, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის რეზიდენციაა. ნაგებობამ 21-ე საუკუნემდე სერიოზული დაზიანებებით მიაღწია. ის საფუძვლიან რესტავრაციას საჭიროებდა, რომელიც 2012-2015 წლებში ჩაუტარდა.

ჯუმა მეჩეთი

თბილისის მეჩეთი ნარიყალას ძირში მდებარეობს. ის ერთადერთი შემორჩა ჩვენს ქალაქს, როგორც მუსლიმური სალოცავი. მეჩეთი მოქმედია და მლოცველებს შეუძლიათ, აღასრულონ საკუთარი რელიგიური წეს-ჩვეულებები. აქ შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ.

თბილისის სიონი

ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური კუთვნილებაა. მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში. ხუროთმოძღვრული სტილის თვალსაზრისით, ის ჯვარ-გუმბათოვანია.

თბილისის დიდი სინაგოგა

აშენებულია 1904-1911 წლებში ახალციხელ ებრაელთა მიერ. მის ეზოში სასულიერო პირები და მლოცველები ყოველთვის არიან შეკრებილნი. სინაგოგა არცთუ ისე ბევრ საუკუნეს ითვლის. ის მოქმედი სალოცავია.

 

Please follow and like us: