2 საათის წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
2 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
2 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
2 საათის წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება
2 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს – როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სექტემბერში მცირე გრანტების მორიგი კონკურსი დაიწყება.

ამის შესახებ მინისტრმა ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მისი თქმით, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის სესხის თანადაფინანსებას, საკრედიტო – საგარანტიო სქემას, საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ა.შ.

“ჩვენ გადავხედეთ ჩვენს შესაძლებლობებს და მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება. სექტემბერში უკვე დაიწყება და დაანონსდება მცირე გრანტების მორიგი კონკურსი, მცირე გრანტების მორიგი პროგრამა და იქ პრიორიტეტად ცალსახად იქნება მცირე საოჯახო სასტუმროები,” – განაცხადა მინისტრმა.

Please follow and like us: