„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ფინანსური სამსახურის უფროსსა და ტელეკომპანის HR-ის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე პაატა სალია ჟურნალისტებს ესაუბრა.

„შევხვდი ფინანსური სამსახურის უფროსს ირაკლი ნიჟარაძეს და HR-ის ხელმძღვანელს თამილა გველესიანს. საკმაოდ კარგი და ხანგრძლივი საუბარი მქონდა თამილა გველესიანთან. მან ისაუბრა კომპანიაში არსებულ სულისკვეთებაზე, ასევე გამაცნო ზოგადად ტელევიზიის სტრუქტურა, ამიხსნა როგორ მუშაობს კომპანია. ფინანსისტებს ჯერჯერობით არ შევხედრილვარ. ცოტა მოგვიანებით, საღამოს როდესაც ყველა საინფორმაციო გამოშვება დასრულდება, ყველა ჟურნალისტთან მექნება შეხვედრა, ეს არ იქნება ინდივიდუალური შეხვედრები, ერთობლივად ყველას შევხდებით ერთ დიდ დარბაზში და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

Please follow and like us: