საქართველოში ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 89% აფასებს. ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვაში წერია.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს. კერძოდ, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას კატეგორიულად.

კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

Please follow and like us: