დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს ყალბია, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა და იქვე დასძინა, რომ ექსპერტიზა ამ ფაქტს დაადასტურებს.
„ ეს საქმე სასამართლო წარმოებაშია. ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ სასამართლოში პოზიცია, რომ დოკუმენტი, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, გაყალბებულია. ოქრუაშვილს ჰქონდა ფულადი მოთხოვნა, თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშს და ქიბარს უნდა დაებრუნება ეს თანხა სარგებლით ანუ პროცენტით. მეორე ნაწილი ამ ხელშეკრულების იყო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, თითქოს ყველა უფლება ეკუთვნოდა ირაკლი ოქრუაშვილს და იმ შემთხვევაში თუკი ქიბარ ხალვაში იჩივლებდა, 7 მილიონი უნდა გადაეხადა ირაკლი ოქრუაშვილისთვის. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ყალბია და ექსპერტიზა ამას დაადასტურებს“, – განაცხადა პაატა სალიამ.