სტრასბურგის სასამართლო პროცედურული ასპექტების განხილვისას ვერ გაითვალისწინებდა ჩვენ სახელმწიფოში არსებულ კონტექსტს, – ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის საკითხთან დაკავშირებულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის ოლიგარქების ხელში გადასვლით ოპოზიციამ წვდომა დაკარგა ამომრჩეველზე.

„ჩვენ არასდროს შეგვიტანია ეჭვი ევროპული სტრუქტურების ობიექტურობაში, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ სტრასბურგის სასამართლო პროცედურული ასპექტების განხილვისას ვერ გაითვალისწინებდა ჩვენ სახელმწიფოში არსებულ კონტექსტს და ვერ გაითვალისწინებდა ალბათ, იმასაც, თუ როგორ ისარგებლებდა ე.წ. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით და შედეგად ვღებულობთ იმას, რომ თავისუფალ, ობიექტურ, სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე მყოფი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქებს, რაც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს და საგრძნობლად ასუსტებს ოპოზიციის ხმის წვდომას ამომრჩეველთან. ჩვენ ამ წუხილს უერთდება სრულიად სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ვითხოვდით, ვთხოვდით ხელისუფლებას, არ გადაეფორმებინა ტელევიზია ე.წ მფლობელისთვის და დალოდებოდა დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას. ამის მაგივრად მან დაჩქარებული წესით გადაუფორმა ტელევიზია „რეიდერ“ ქიბარ ხალვაშს და დანიშნა ახალი გენერალური მდივანი“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Please follow and like us: