11 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
17 საათის წინ
ნათია თურნავას განცხადებით, ლარის გამყარება იმის დასტურია, რომ ეროვნული ვალუტა მყარი და ჯანსაღი ვალუტაა და ეკონომიკა მყარად ვითარდება
17 საათის წინ
ჯანდაცვის მინისტრი – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს
17 საათის წინ
ნათია თურნავა კორონავირუსზე – გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის – ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ
2 დღის წინ
ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა

თბილისში ავტომობილების ქუჩებში უფასოდ პარკირება შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს”  „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განუცხადა.

როგორც აბესაძემ განაცხადა, აღნიშნულ რეკომენდაციას მერიას კომპანია „სისტრა“ აძლევს და ურჩევს, რომ თუკი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე პარკირებას დატოვებს, ის ფასიანი იყოს.

„დღეს ქალაქში პარკინგი ძალიან მოუწესრიგებელია. ვაჩერებთ იქ, სადაც მოგვინდება, რაც დამატებით ქაოსს ქმნის. როგორც კი ფასიანი პარკინგები შემოვა და ადამიანები ნახავენ, რომ ტროტუარზე მანქანას ვეღარ გააჩერებენ, მიეჩვევიან და კეთილს ინებებენ ჩვენი მძღოლები, გადაიხდიან პარკინგში საფასურს, ან არ წავლენ მანქანით. გარდა ამისა, ფასიანი პარკინგი შეიძლება კერძო ბიზნესისთვისაც საინტერესო გახდეს. ახლა რამდენჯერმე გამოცხადებული ტენდერი თბილისის მერიას ჩაუვარდა, რადგან ინტერესთა გამოხატვა არ მოხდა. სანამ დაუსჯელად შეგვიძლია ყველგან გაჩერება, ფასიანი პარკინგის ბიზნესი თბილისში ვერ იმუშავებს. ჩვენი მოსაზრებით, საინტერესო იქნება პარკინგის გაკეთება ფილარმონიასთან მიმდებარე მოედანზე, საინტერესო იქნება ვაკეში, პიქსელთან, გეგეშიძის ბაღთან, ასევე ქალაქის ისტორიულ ცენტრში ნებისმიერ ადგილზე. ჩვენ აქამდეც გვქონდა რეკომენდაცია, რომ ქუჩაში პარკინგებით დაკავებული ტერიტორია უნდა გამოთავისუფლდეს. საჭიროა ან მიწისქვეშა პარკინგი, ან რაიმე სხვა ტერიტორიაზე პარკინგი. გზისპირა და გზაზე პარკინგი უნდა დამთავრდეს ქალაქში, რათა დარჩეს საკმარისი ადგილი როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. პარკინგის მოწესრიგების ერთ-ერთი ინსტრუმენტი პარკომეტრია, თუ გვინდა პარკინგით სარგებლობა, უნდა გადავიხადოთ. მანქანის ყოლა ევროპაში ყველგან ძვირადღირებული სიამოვნებაა. თუ მანქანა გვინდა, უნდა გადავიხადოთ, თუ არა, უნდა ვიაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ავტომობილით გადაადგილდება და მეც უწესო ვარ, არ ვითვალსწინებ ქალაქში არსებულ მდგომარეობას. მაგრამ რომ მოწესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეც გადავჯდები და არ ვისარგებლებ კერძო ავტომობილით“, – განაცხადა აბესაძემ.

Please follow and like us: