მრავალი სიახლის კვალდაკვალ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მორიგ ინოვაციას აანონსებს – სულ მალე, კინობიბლიოთეკა გაიხსნება. ეს უკანასკნელი  ერთ სივრცეში კონემატოგრაფიაზე  არაერთი წიგნის თავმოყრასგულისხმობს. სიახლის შესახებ „თბილისი თაიმსს“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე ესაუბრა.

ვის ეკუთვნის აღნიშნული იდეა?

იდეა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ეკუთვნის. ის გაჩნდა გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი განვითარების სპეციფიკა გულისხმობს თემატური კაბინეტებისა და ბიბლიოთეკების არსებობას კონკრეტულ თემატიკაზე.

ამაზე უკვე არსებობს დაკმაოდ დიდი მასალა და კიდევ ბევრი შევიძინეთ.

რას გულისხმობს ის?

აქ თავმოყრილი იქნება როგორც ქართულენოვანი, ისე – საერთაშორისო ენებზე ნათარგმნი წიგნები. მათი ნაწილი ჩვენ უკვე შევიძინეთ. ასევე, წარმოდგენილი იქნება ვიდეოთეკის ტიპის მასალა. შესაბამის მასალებს მიებმება კონკრეტული ფილმის რეცენზიები. თავისთავად ცხადია, აბსოლუტურად იქნება დაცული საავტორო უფლებები.

ადამიანებს სჭირდებათ კონკრეტული ცოდნის მიღება კონკრეტულ, სპეციფიკურ თემატიკაზე. იმედი მაქვს, კინობიბლიოთეკა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი სივრცე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

დაახლოებით, როდისთვის არის დაგეგმილი კინობიბლიოთეკის გახსნა?

უკვე ბევრია გაკეთებული, პროცესები ბოლოსკენ არის მიმართული. სავარაუდოდ, ის სექტემბერ-ოქტომბერში გაიხსნება.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინობიბლიოთეკის გახსნის შესახებ „თბილისი თაიმსს“, ასევე, მწერალი და კინომცოდნე -ნესტან ნენე კვინიკაძე ესაუბრა.

კონკრეტულად, რას გულისხმობს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინობიბლიოთეკის დაარსება?

ეროვნულ ბიბლიოთეკაში არაერთი მნიშვნელოვანი სივრცეა წარმოდგენილი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს, მოიკვლიოს მისთვის საინტერესო მასალა, პუბლიკაცია, პერიოდიკა და ასე შემდეგ.  ცხადია, საერთო არქივი კინოლიტერატურასაც ინახავს, მაგრამ თავმოყრილი და უახლესი, საუკეთესო გამოცემები, როგორსაც კინობიბლიოთეკისთვს მოვუყარეთ თავი, აქამდე არ იყო. ეს იქნება სივრცე, სადაც გაეცნობით საუკეთესო და მნიშვნელოვან გამოცემებს, გექნებათ იქ მუშაობის საშუალება. აქვე, პერიოდულად, ჩატარადება შეხვედრები, მასტერკლასები – განხილება ყველაფერი, რაც კინოსთანაა კავშირში.

რა მნიშვნელობისაა ის ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის?

თეატრისა და კინოს, ახლა უკვე უნივერსიტეტის, კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი ისე დავამთავრე, ერთი ისეთი წიგნიც არ მინახავს ბიბლიოთეკაში, როგორი წიგნებითაც მოვამარაგეთ ჩვენი კინობიბლიოთეკა. შესაბამისად, სტუდენტებისთვის ეს იქნება ყველაზე მოკლე გზა ძვირფას ლიტერატურასთან გასაცნობად. სელექციაზე საქმეში გარკვეული ადამიანები მონაწილეობდნენ, დავით გურგენიძე და ქეთი მაჭავარიანი დაგვეხმარნენ. დიაპაზონი დიდია, კინოთეორიაც და ავტობიოგრაფიაც –  ეიზენშტეინიდან თანამედრო კორეულ კინომდე.

ამ დროისთვის, რა ეტაპზეა ეს პროცესი?

წიგნები აღწერილია. ტექნიკური და სხვა მცირე დეტალები დარჩა. მალე გაიღება კინობიბლიოთეკის კარი.

ძირითადად, რაზე იქნება კინობიბლიოთეკა აქცენტირებული?

კინობიბლიოთეკა ინფორმაციის მიღების უფასო სივრცე იქნება, სადაც ადამიანები სათქმელსა და მოსაზრებას გაცვლიან. არ არის აუცილებელი, კინოხელოვნებაში სიღრმისეულად ერკვეოდე ან მხოლოდ კინო გიყვარდეს.  ეს ადგილი ყველასთვისაა, ვინც კინოში შეყვარებულის ხათრით დადის და, ეკრანს კი არა, მიჯნურს უყურებს – მათთვისაც

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: