3 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
6 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

დღეს, 25 ივლისს შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის 2019 წლის 3 გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სიტყვით გამოვა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ნინო სამველიძე.

შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის 2019 წლის გამარჯვებული პროექტებია: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტი “Crafting Europe”, ფესტივალ “One Caucasus”-ის პროექტი „One Europe One Caucasus“ და მუსიკისა და დრამის თეატრის პროექტი “Inclusive Network for Refugee Artists“.

შემოქმედებითი ევროპის „თანამშრომლობის პროექტები“ არის კულტურის ქვეპროგრამის ყველაზე აქტიური დაფინანსების სქემა, რომლის ფარგლებშიც ფინანსური მხარდაჭერა ეძლევა ნებისმიერი დარგის კულტურულ და შემოქმედებით ტრანსნაციონალური თანამშრომლობის შედეგად განსახორციელებელ პროექტებს. აღნიშნული პროგრამა ხელოვანებს საშუალებს აძლევს, განახორციელონ საკუთარი პროექტები ევროპის მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთ.

გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა თანამშრომლობის პროექტების კონკურსის შესახებ, რომლის ფარგლებშიც დეტალურად განიხილება კონკურსის პრიორიტეტები და მონაწილეობის პირობები. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება შემოქმედებითი ევროპის ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Please follow and like us: