ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალშია. ამ წარმატებას ბასილავშილმა მერვედფინალში არგენტინელ ხუან იგნასიოს დამარცხებით (4-6; 6-3; 3-6) მიაღწია. შეხვედრა საათსა და 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგი ჯერემი ჩარდი იქნება, რომელიც ATP-ის ოფიციალურ რეიტინგში 77-ე ადგილზეა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის პირველი ბარიერი მარტივად დაძლია. ტურნირის მოქმედი ქართველი ჩემპიონი ბოლივიელ უგო დელიენის დაუპირისპირდა. ბასილაშვილი ATP-ის ოფიციალურ რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს.

Please follow and like us: