3 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
5 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
5 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
5 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება დროებით შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს

„თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 ივლისს, 00:00 საათიდან, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და დიდიმ მირცხულავას ქუჩის კვეთიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩის კვეთამდე, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებებით: – ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები დიმიტრი არაყიშვილის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ როგორც ირაკლი აბაშიძის ქუჩის მიმართულებით, ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ცალმხრივად, ან ნინო რამიშვილის ქუჩის მიმართულებით. – ზაქარია ფალიაშვილისა და დიდიმ მირცხულავას ქუჩების კვეთიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის გავლით, ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩის კვეთამდე, საიდანაც უკვე ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით გავლენ ილია ჭავჭავაძის გამზირზე და იმოძრავებენ მხოლოდ ვაკის პარკის მიმართულებით, ცალმხრივად. – რაც შეეხება ვაკის პარკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს, ისინი ილია ჭავჭავაძის გამზირზე იმოძრავებენ მხოლოდ ლადო კავსაძის ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ლადო კავსაძის ქუჩის გავლით, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, მრგვალი ბაღის მიმართულებით, ასევე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ლადო კავსაძის ქუჩის კვეთიდან ზურაბ ავალიშვილის ქუჩით, ე.წ. ახალ გზაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Please follow and like us: