1 საათის წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
1 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
1 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
1 საათის წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება
1 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს – როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

ევროსაბჭოს უახლესი სტატისტიკის თანახმად, ევროპაში პატიმართა რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი მიანიშნებს არა მხოლოდ კრიმინალის მაღალ დონეზე ჩვენს ქვეყანაში, ასევე პრობაციის სისტემაში ეფექტური რეფორმების გატარების აუცილებლობაზეც. საქართველოში 2017 წლიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდში  ყოველ 100 000 მოსახლეზე 252 პატიმარი იყო აღრიცხული. ეს მაჩვენებელი საშუალო ევროპულ სტანდარტთან შედარებით მაღალია.

პატიმრობის წესებსა და პროცედურებს არეგულირებს 2010 წელს მიღებული საქართველოს კანონი პატიმრობის შესახებ. რამდენიმე შესწორებითა და ცვლილების ჩათვლით დოკუმენტი მოიცავს 127 მუხლს და ცალკეულ შენიშვნებს.  განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია კოდექსის 77-ე და 79-ე მუხლებმა, რომელიც შეეხება პატიმრებისთვის უმნიშვნელოვანეს პროცედურებს, კერძოდ პაემნებსა და პირადი ზარების უფლებებს. შესწორების თანახმად, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე შესაძლებელია შეიზღუდოს პირადი პაემნებისა და ზარების უფლებაც, რაც ადამიანის უფლებების დამცველებისა და იურისტების შეფასებით გაუმართლებელი და მიუღებელია. სწორედ ამ მუხლებს ასაჩივრებენ  კერძო იურისტები. ცოტა ხნის წინ მალხაზ ველიჯანაშვილის საადვოკატო ბიუროს ადვოკატებმა სალომე კალაიჯიშვილმა და  ვახტანგ კოჭატაშვილმა სარჩელი მოამზადეს საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად და ამ დისკრიმინაციული მუხლის შესაცვლელად.

ადვოკატი სალომე კალაიჯიშვილი ‘თბილისი თაიმსს „ ესაუბრა და პირადი მაგალითი მოიყვანა კოდექსის ცალკეული მუხლების გაუმართაობასთან დაკავშირებით.

„ ჩემს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ნიკოლოზ აკოფოვის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ოჯახური დანაშაულის ჩადენა. 2019 წლის 15მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო ა/წლის 17მაისს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე შეეზღუდა ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება. დადგენილების მოტივაციას წარმოადგენდა დაზარალებულად ცნობილ პირებზე ჩვენების შეცვლის მიზნით პირდაპირი ზემოქმედების რისკის არსებობა. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ბატონ ნიკოლოზს გარესამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი აეკრძალა, გარდა ჩემთან,როგორც თავის ადვოკატთან შეხვედრისა. საქართველოს კანონის “პატიმრობის კოდექსის”77-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად,ბრალდებული სარგებლობს 1თვის განმავლობაში არა უმეტეს 4ხანმოკლე პაემნის უფლებით,ხოლო ამავე კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულების კონტროლით,საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი,თითოეული -არაუმეტეს 15წუთისა.მითითებული მუხლებისთვის მოქმედებს დათქმა -აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის გადაწყვეტილებით.ამასთან,საგულისხმოა ის ფაქტი,რომ “პატიმრობის კოდექსი” არ ითვალისწინებს შეზღუდვის შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობას.უფრო მეტიც,სასამართლო კონტროლის მექანიზმიც კი სრულიად უგულვებელყოფილია და ხსენებული უფლებების რეალიზაცია მხოლოდ ბრალდების მხარის დისკრეციას წარმოადგენს.

ჩვენი სარჩელის არსიც მდგომარეობს სწორედ იმაში,რომ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპზე აგებულ სისტემაში საბოლოოდ აღმოიფხვრას მოწინააღმდეგე მხარის ზღვარდაუდებელი უფლებამოსილება და ბრალდებულისთვის მნიშვნელოვანი უფლებების განხორციელება აღარ იყოს დამოკიდებული გამომძიებლის ან პროკურორის კეთილ ნებაზე. აღკვეთის,როგორც საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენება ხდება მოსამართლის მიერ და საფრთხეთა ინტენსიურობის მიხედვით პერიოდულად გადაისინჯება მხარეთა ან საკუთარი ინიციატივით, პაემნის,მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებების შეზღუდვა ერთპიროვნულად გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით ცალსახად არ შეესაბამება კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტს.დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა,ბრალდების მხარის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში,ნეიტრალური არბიტრის წინაშე,იმსჯელოს შეზღუდვის კანონიერებაზე და დაცვის მხარის ინიციატივითვე გადაისინჯოს რამდენად რელევანტურია ხსენებული შეზღუდვის მოქმედება. ამ ეტაპზე ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელის სამართლებრივი მხარის მომზადება დასასრულს უახლოვდება და უახლოეს დღეებში წარედგინება სასამართლოს.“

„თბილისი თაიმსი „ სარჩელის დეტალებსა და მუხლების დისკრიმინაციულ გავლენებზე ესაუბრა სარჩელის ავტორს, ადვოკატ ვახტანგ კოჭატაშვილს.

„ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 2019 წლის 26 თებერვალს შეეფარდა პატიმრობა და იმავე დღესვე შეეზღუდა პაემნის, სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლება. ამ დღიდან მოყოლებული, 5 თვეზე მეტია მოქმედებს აღნიშნული შეზღუდვები, ისე რომ არ ხდება მათი მოხსნა. პროკურორის დადგენილებაში გარე სამყაროს შეზღუდვის შესახებ, არ წერია, თუ რით არის განპირობებული აღნიშნული შეზღუდვების დაწესება. მის მშობლებს უწევთ სხვა ქვეყნიდან ჩამოსვლა და თავიანთ შვილს ნახულობენ მხოლოდ სასამართლოს სხდომის დარბაზში, ისე რომ მისთვის რაიმე თქმის შესაძლებლობა არ ეძლევათ, რადგან ის სწრაფად გაჰყავთ დარბაზიდან. ჩვენს თხოვნაზე, რომ შვილის ნახვის უფლება დედას მაინც მისცემოდა, პროკურორმა უარი თქვა, რადგან მართლმსაჯულების ინტერესებს უფრთხილდება. პატიმარი არის 21 წლის ბიჭი, სტუდენტი, რომელსაც ელემენტარული, ოჯახის წევრების სურათის მიღებაც კი ეკრძალება ფოსტის მეშვეობით, რომ არაფერი ვთქვათ სატელეფონო ზარებსა და პაემნებზე.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.  შესაბამისად, იმ ბრალდებულებს, რომლებსაც პროკურორის გადაწყვეტილებით, ეზღუდებათ ამ უფლებებით სარგებლობა, არ შეუძლიათ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში, რადგან ამას არ ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. თუნდაც, მოხდეს ამ შეზღუდვების მოხსნის საკითხის დაყენება სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე მას არ განიხილავს, რადგან ამ საკითხის განხილვა მის უფლებამოსილებებში არ შედის.

ბრალდებულებს ამ უფლებებით სარგებლობა ეზღუდებათ, ძირითადად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა და ა.შ. მართალია, პატიმრობის კოდექსით არ არის გათვალისწინებული, თუ რა საფუძვლებით შეიძლება მოხდეს პროკურორის მიერ ბრალდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა, რაც ფართო არჩევანის საშუალებას იძლევა და არც პროკურორის დადგენილებაში წერია, თუ რა საფრთხეების არსებობის გამო, ეზღუდება პირს ამ უფლებებით სარგებლობა.

დაუშვებელია, მთელი პატიმრობის პერიოდის განმავლობაში, ბრალდებულს შეეზღუდოს გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლება. შესაძლოა, გამართლებულიც კი იყოს საწყის ეტაპზე ( მაგალითად პატიმრობის პირველი 2 თვე) აღნიშნული შეზღუდვები, მაგრამ ამაზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა დასაბუთებული და კანონიერი, არ უნდა ატარებდეს შაბლონულ სახეს. ბრალდებულს უნდა მიეცეს უფლება, რომ გაასაჩივროს პროკურორის გადაწყვეტილება სასამართლოში, რადგან ის საფრთხეები, რის გამოც მას დაუწესეს ეს შეზღუდვები, დროთა განმავლობაში მცირდება და შეიძლება აღარ არსებობდეს.

ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებით, იმ ბრალდებულებს, რომლებსაც შეეზღუდათ ამ უფლებებით სარგებლობა, შესაძლებლობა მიეცემათ  პროკურორის შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა სასამართლოს გზით და აღარ მოუწევთ პატიმრობის მთელი 9 თვიანი პერიოდის გატარება ოჯახთან კონტაქტის გარეშე. მაგალითად ბრალდებულებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და საქართველოში არავინ არ ჰყავთ, თავისი ოჯახის წევრების ნახვა უწევთ მხოლოდ სასამართლო სხდომაზე. თავის მხრივ, ოჯახის წევრებს სხვა ქვეყნიდან უწევთ საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ვერ ახერხებენ თუნდაც წერილის გაგზავნას, რადგან ამას ადევს პროკურორის მიერ დადგენილი შეზღუდვა და არავინ არ იცის, როდის ჩათვლის ის საჭიროდ, ამ შეზღუდვის მოხსნას. ამ მუხლების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით, პროკურორის გადაწყვეტილება აღარ იქნება საბოლოო და ბრალდებულებს მიეცემათ მისი გასაჩივრების შესაძლებლობა სასამართლოში.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ცნობს არაკონსტიტუციურად პატიმრობის კოდექსის ამ მუხლების შესაბამის პუნქტებს. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ სარჩელზე, რომ კარგად გავართვათ ამ საქმეს და დავუმტკიცოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაუშვებელია ბრალდებულს, მთელი პატიმრობის განმავლობაში, შეუზღუდოს გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლება. აღნიშნულმა შეზღუდვებმა არ უნდა მიიღოს შაბლონური და დაუსაბუთებული სახე.

პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტი არის თავის ოჯახის წევრებთან სხვადასხვა საშუალებით კონტაქტის შესაძლებლობა. ეს არის მათი პირადი ცხოვრების ნაწილი, რომლის შეზღუდვა ხდება ხოლმე დაუსაბუთებლად.  ასეთი კონტაქტებით, პატიმარი იმსუბუქებს ციხეში ყოფნის დღეებს და რეგულარულად შეუძლია დაელაპარაკოს, შეხვდეს და მისწეროს მათ. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია იმ პატიმრებისთვის, რომლებიც პირველად აღმოჩნდნენ პატიმრობის დაწესებულაში. ისინი ხოლმე ვარდებიან დეპრესიაში და  ოჯახის წევრებთან კონტაქტის შეზღუდვით, მათი მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს.  მდგომარეობას შეიძლება ართულებდეს ისიც, როდესაც პატიმარი ხედავს, თუ როგორ ხშირად ეკონტაქტება სხვა პატიმარი თავის ოჯახის წევრებს. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური პრობლემები.

დაუშვებელია, რომ მთელი პატიმრობის განმავლობაში მოქმედებდეს აღნიშნული შეზღუდვები გადახედვისა და მოსხნის გარეშე. მართალია, პროკურორი უფრთხილდება გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესებს, მაგრამ უნდა აცნობიერებდეს, მის მიერ დაწესებული შეზღუდვების მავნე გავლენებს, თუ არ მოხდება მათი რეგულარული გადასიჯვა და შესაბამისი საფუძვლის არსებობისას გაუქმება.”

ავტორი: ანა ურუშაძე

Please follow and like us: