2 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
2 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
4 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე მობილური აპლიკაცია – „მშენებლობის უსაფრთხოება“ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა, ახალი პროგრამა წარმოადგენს დამხმარე საშუალებას, რომელიც სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით შეიქმნა.

„ამ მობილურ აპლიკაციაში არის ინფორმაცია ყველა იმ ტექნიკური რეგლამენტის, რეგულაციების, უსაფრთხოების ნორმების შესახებ, რომლებიც სამშენებლო სექტორში დამსაქმებელმა და დასაქმებულმა უნდა დაიცვას. მაქსიმალურად მარტივი ენითაა ახსნილი საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნები“, – აცხადებს თამარ ბარკალაია.

მისივე თქმით, მობილური აპლიკაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და GIZ PSD TVET-ის თანამშრომლობით შეიქმნა და ის სამშენებლო ინდუსტრიაში უბედური შემთხვევის დაზღვევასა და პრევენციაზე უფლებამოსილი სადაზღვევო ინსტიტუტის (BG BAU) მობილური აპლიკაციის ქართულ ვერსიას წარმოადგენს.

Please follow and like us: