3 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
5 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
5 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
5 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

ადამიანებმა მოისმინეს შეთავაზება და შესაბამისად პასუხს გაგვაგებინებენ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დირექტორმა პაატა სალიამ ქიბარ ხალვაშის, ჯარჯი აქიმიძისადა დავით დვალის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, ქიბარ ხალვაშმა მათ შესთავაზა 40%.

„შეხვედრაზე ბევრ რამეზე იყო საუბარი. არ ყოფილა აქ წერილობითი შეთანხმება, არ ყოფილა რამეზე ხელი ჩამორთმეული ამ ეტაპზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, განიხილავენ ამ საკითხს, გვეტყვიან, თუ რამე კონკრეტული წინადადება ექნებათ, ამასაც იტყვიან. ილაპარაკეს ზოგადად ძალიან ბევრ რამეზე. ეს იყო დღეს გაჟღერებული შეთავაზება, პასუხი არ ვიცი რა იქნება, ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, კითხვაზე, ინიშნება თუ არა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დავით ნიკურაძე, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ უსაფუძვლო ჭორები ვრცელდება.

„არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციებს. მე კომპანიაში ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, მათ შორის გუშინ შევხვდით დავით ნიკურაძეს, ვისაუბრეთ მის სამომავლო გეგმებზე, ვისაუბრეთ, რომ ის გააგრძელებს თავის საქმეს ვაშინგტონში, შესაბამისად იმაზე, რომ რაიმე ცვლილება განხორციელებულიყო ამ კუთხით საუბარი ნამდვილად არ ყოფილა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

Please follow and like us: