24 საათის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
1 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
1 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

გუნდი იმსჯელებს და ყველაფერი თავის დროზე გახდება ცნობილი, – ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, თუ ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს.

„ჩვენ ვიმყოფებით ისეთ პერიოდში, როდესაც ძალიან სწრაფ, ეფექტურ რეფორმებს ვახორციელებთ და საზოგადოება ჩვენს წინაშე აყენებს ახალ-ახალ გამოწვევებს, ახალ-ახალ მოთხოვნებს. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ გუნდის პერიოდული განახლება, ახალი დინამიზმი ემსახურება სწორედ ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავებას და უფრო მეტად ეფექტურ პოლიტიკას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ თანამდებობას ტოვებს.  ცოტა ხნის წინ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“.

Please follow and like us: