ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორც გავრილოვი ვერ მოკალათდა კომფორტულად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, ისე ვერ მოკალათდეს ჯალათი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის სავარძელში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციას არ აქვს უფლება სამოქალაქო პროტესტის ფონზე კომიტეტის სხდომებს დაესწროს.

„კრიმინალი გახარიას მთავრობის დამტკიცების ფარსში მონაწილეობას საკომიტეტო განხილვების ფორმატში არ ვაპირებთ, მაშინ, როდესაც 2 თვეზე მეტია ჩვენი თანამოქალაქეები ითხოვდნენ გახარიას გადადგომას შს მინისტრის თანამდებობიდან. ვუერთდებით პროტესტს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, როგორც გავრილოვი ვერ მოკალათდა კომფორტულად პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, ისე ვერ მოკალათდეს ჯალათი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის სავარძელში”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

Please follow and like us: