20 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს, – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ შსს-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 4 ლოკაციაზე ამოქმედდა:

1. მე-17 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი) – მე-20 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

2. მე-20 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) – მე-17 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

3. მე-20 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) – 21-ე კილომეტრამდე (რუსთავი, ლომაურის ქუჩის კვეთა), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

4. 21-ე კილომეტრიდან (რუსთავი, ლომაურის ქუჩის კვეთა) – მე-20 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

შსს-ს ცნობით, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საქართველოს მასშტაბით უკვე 697 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. საქართველოს მასშტაბით სულ ჩართულია 3 952 ვიდეოკამერა, მათ შორის 1345 ნომრის ამომცნობი და 2607 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

Please follow and like us: