1 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
1 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
1 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელთან ცხვრები მიიყვანეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, „9 ცხვარი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მხარს არ დაუჭერს“.

მათ ცხვრებს „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატების სახელებიც შეურჩიეს, მათ შორის არჩილ თალაკვაძე, გია ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი და ა.შ.

„ცხვრების ნაწილი შიგნითაა, ნაწილი გარეთ. მხოლოდ ცხვრებს შეუძლიათ მიიღონ ბრძანება, ხელი დააჭირონ ღილაკს. მხოლოდ ცხვრები არიან ეგეთი ცხოველები,“ – განაცხადა აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

Please follow and like us: