7 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა, რაც 2018 წლის წლიური სტატისტიკის შედეგმაც დაადასტურა. ჩემთვის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მეწარმემ, ქართველმა ინვესტორმა, მიუხედავად გარკვეული შიდაპოლიტიკური გამოწვევებისა, ირწმუნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმზიდველია და დებს ფულს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

2019 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის კომენტირებისას, მინისტრმა განაცხადა, რომ განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის წყალობით შესაძლებელი გახდა, 2019 წელს ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო პორტფელის მომზადება.

„საუბარია 3,5 მლრდ. ლარის ინვესტიციაზე ენერგეტიკაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და სხვ. ეს არის რეალური პროექტები, რომელთა განხორციელებაც წელს მალე დაიწყება ან უკვე დაწყებულია და აისახება მომავალი წლის სტატისტიკაში. მათ შორის, ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა ენერგეტიკაში „ნამახვანიჰესი“, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დაიწყება და დაახლოებით 1 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ასეთი პროექტია ქუთაისში, სადაც რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობაც დაწყებულია და ა.შ. აღნიშნული ინვესტიცია 2020 წლის სტატისტიკაში აისახება,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

Please follow and like us: